fotis photo

ფოთიმარათონი

ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური") ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს ფოთი მეორედ უმასპინძლებს ნახევარ მარათონს.

მარათონი 31 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 500-მდე მსურველი მიიღებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სამი სხვადასხვა დისტანციიდან, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით:  5 კმ, 10 კმ, ნახევარმარათონი (21,097 კმ)

ღონისძიება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში ჩართულობის ზრდას და ტურიზმის გაძლიერებას.

ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორის, ქრისტიან რიოდერის მიმართვა

ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი ღონისძიების — ფოთის ნახევარმარათონის შესახებ, რომელიც 2026 წლის 31 მაისს, საპორტო ქალაქ ფოთში გაიმართება.

ეს იქნება ქალაქის მეორე მასშტაბური ნახევარმარათონი, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 500 ადამიანი მიიღებს. აღნიშნული სპორტული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ფოთის, როგორც სამომავლო საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის, ჩამოყალიბების პროცესში. ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, ნახევარმარათონი გააერთიანებს ბიზნესსექტორს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სპორტსმენებს, მოხალისეებსა და სხვადასხვა ასაკის ადგილობრივ მოსახლეობას. მისი მიზანია ქალაქის პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

maratonis mimartva

ბავშვთა სახალისო გარბენი ფოთიმარათონზე

31 მაისს, ფოთიმარათონის ფარგლებში, განსაკუთრებული სიახლე გელით! გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება ბავშვთა სახალისო გარბენი.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პატარა მორბენლებისთვის, ჩაერთონ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში, მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

გარბენში მონაწილეობა სრულიად უფასოა და მასში მონაწილეობას მიიღებს 100 ბავშვი.

მონაწილეთა ასაკი: 10-14 წელი
დისტანცია: 1 კმ

ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიმბოლური საჩუქრებით - მაისურით, ჩანთითა და მედლით, რაც ამ დღის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება.

რეგისტრაციისთვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება და მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ატვირთვა.

ბავშვთა გარბენი ტარდება პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.