fotis photo

ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური") ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს ფოთი პირველად უმასპინძლებს ნახევარ მარათონს.

მარათონი 15 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 300-მდე მსურველი მიიღებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სამი სხვადასხვა დისტანციიდან, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით:

- 5 კმ
- 10 კმ
- ნახევარმარათონი (21,097 კმ)
 
ღონისძიება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში ჩართულობის ზრდას და ტურიზმის გაძლიერებას.

დამატებითი ინფორმაცია

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, შესაბამისად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფოთიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად მოხმარდება შერჩეულ ბენეფიციარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიებაზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენი პირადი მიზეზის გამო განაცხადის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხდება.

ბილეთები

5 კმ

20 ლარი

10 კმ

30 ლარი

ნახევარმარათონი

50 ლარი

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შემდგომი წესების დარღვევისთვის მონაწილეს დააკისროს დროითი ჯარიმა ან მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია:

  • მარკირებული გზიდან გადახვევა დაუდევრობით, განზრახ გზის დამოკლების ან თუნდაც დაგრძელების მიზნით
  • გარბენის დროს სანომრე ნიშნის გარეშე ყოფნა, ან როდესაც სანომრე ნიშანი არ ჩანს ცხადად.
  • სხვა მონაწილის ნომრით სირბილი.
  • გარბენის ბილიკზე ორგანიზატორის მიერ დაწესებული სავალდებულო აღჭურვილობის რომელიმე კომპონენტის გარეშე ყოფნა
  • ჩეკპოინტის გამოტოვება
  • მარკირების დაზიანება, ჩამოხსნა
  • ორგანიზატორების ან მოხალისეების მითითებების დაუმორჩილებლობა
  • არასპორტული საქციელი
  • გარემოს დანაგვიანება!

ასპარეზობიდან ფინიშამდე გამოთიშვის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია უახლოეს ჩეკპოინტზე ორგანიზატორებს შეატყობინოს ამის შესახებ.

ყველა სახის საჩივარი საპრიზო ადგილების, დისკვალიფიკაციის, შედეგების და ა.შ. შესახებ მიიღება ელექტრონულად run@traillab.ge მისამართზე, წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში. ამ პერიოდის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+