turistebistvis baneri
ქალაქი ფოთი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობდა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფაზისი.
ფოთის დღევანდელი იერსახე და დაგეგმარება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. ნიკოლაძემ ფოთი გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის დახმარებით პარიზის ბულვარის მიხედვით დააპროექტა.
1858 წელს ფოთი სანავსადგურე ქალაქად გამოცხადდა. ფოთის საზღვაო ნავსადგური ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგურს წარმოადგენს.

Რა ვნახოთ?

  • კოლხეთის ეროვნული პარკი
  • ფოთის შუქურა
  • კოლხური კულტურის მუზეუმი
  • ფოთის ტაძარი