რა დისტანციებზე იმართება რბენა?

5 კმ, 10 კმ 21 კმ

დაჯილდოების ცერემონია იქნება?

თითოეული დისტანციის გამარჯვებულს გადაეცემა პრიზები ქალებისა და კაცების კატეგორიებში

როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/PotiMarathon

მარათონის დღეს შესაძლებელია რეგისტრაცია?

მარათონის დღეს ვერ დარეგისტრირდებით. ადგილების შევსებისთანავე სარეგისტრაციო ბმული დაიხურება. 

*5კმ - 100 ადგილი
*10 კმ - 120 ადგილი
*ნახევარმარათონი - 80 ადგილი

რა ღირს ღონისძიებაში მონაწილეობა და როგორ შემიძლია თანხის გადახდა?

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: tkt.ge/PotiMarathon

*5კმ - 20 ლარი
*10 კმ - 30 ლარი
*ნახევარმარათონი - 50 ლარი

რა მექანიზმით იზომება ჩემი სირბილის დრო?

თითოეული მონაწილის დრო იზომება საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული აღრიცხვის სისტემით. მონაწილის სარბენი ნომერი მოიცავს ელექტრონულ ჩიპს რაც უზრუნველყოფს შედეგების ინდივიდუალურ აღრიცხვას. გთხოვთ გაუფრთხილდით ნომერს.

სად შემიძლია შევინახო პირადი ნივთები?

გარბენის დღეს პირადი ნივთები ან ტანსაცმელი შეგიძლიათ მოათავსოთ ფოთიმარათონის სპეციალურ ჩანთაში და ჩააბაროთ ცენტრალურ ლოკაციაზე მოწყობილ სივრცეში, კონკრეტულად გამოცხადებულ დროში. გთხოვთ, სპეციალური სამაგრი, რომელიც თქვენს საასპარეზო ნომერთან ერთად მიიღეთ, მიამაგროთ თქვენს ჩანთას. გაითვალისწინეთ, რომ პუნქტზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ჩანთის ჩაბარება, რომელიც გადმოგეცათ ფოთიმარათონის საორგანიზაციო გუნდის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნივთები იქნება დაცული, ორგანიზატორები პასუხისმგებლები არ არიან ნივთების უსაფრთხოებაზე  და გირჩევენ, ძვირფასი და ფასიანი ნივთები უსაფრთხოდ სახლში ან სხვა დაცულ ადგილზე დატოვოთ.

მონაწილეებისთვის მედლები გათვალისწინებულია?

ფინიშის ხაზის გადაკვეთისთანავე თქვენ მიიღებთ მედალს.

იქნება თუ არა პუნქტები შესვენებისთვის სარბენ ბილიკზე?

სარბენ ბილიკზე იქნება პუნქტები შესვენებისთვის შემდეგ ადგილებზე: 2.5 კმ, 5კმ (2), 10კმ.

როდის და სად გამოქვეყნდება ჩემი შედეგი?

შედეგები გამოქვეყნდება ამ ვებგვერდზე მარათონის დასრულების შემდეგ, ასევე მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატსაც.

რა მოხდება თუ მარათონის დღეს ავად ვიქნები?

მარათონის დღეს თუ შეუძლოდ იგრძნობთ თავს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ მონაწილეობისგან. თქვენი ნომერი, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება, ხოლო მონაწილეობის საფასური არ ანაზღაურდება.

რა მოხდება თუ ღონისძიებაზე დავიგვიანებ?

დაგვიანების შემთხვევაში, მორბენლის ნომერი გაუქმდება. მონაწილეობის თანხა არ ანაზღაურდება. გთხოვთ, გამოცხადდეთ დროულად!

სად გაიმართება ღონისძიება?

ღონისძიება იმართება ქალაქ ფოთში. ლოკაციების სანახავად გადადით ,,მარშრუტის“ ველში.

რომელ საათზე იწყება ღონისძიება?

ღონისძიება იწყება დილის 09:00 საათზე.

ასაკობრივი შეზღუდვა არის?

ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ 18 წლიდან ზემოთ პირებისთვის (სამივე დისტანციაზე).

რა მოხდება თუ ღონისძიება გაუქმდება?

ფოთიმარათონის დასაგეგმარებელი სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არ განვიხილავთ ღონისძიების გადადებას ან გაუქმებას. თუმცა, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ყოველთვის არის შესაძლებლობა, გაუქმების აუცილებლობის. სრული გამჭვირვალობისთვის, წინასწარ გაცნობებთ, რომ ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასური უკან არ დაბრუნდება. საფასური სრულად გადაეცემა ღონისძიების ბენეფიციარს.

არის თუ არა შესაძლებელი/დაშვებული ჩემი ნომრის სხვა პირისთვის გადაცემა, თუ აღარ მინდა მონაწილეობა?

სხვისთვის ნომრის გადაცემა აკრძალულია. თუმცა, თუ ვინმეს მაინც გაუზიარებთ თქვენს Bib ნომერს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზატორების მიერ აღმოჩენის შემთხვევაში ის დისკვალიფიცირებული იქნება. მაშინაც კი, თუ ისინი დაასრულებენ სამეულში ან გაიმარჯვებენ, ისინი ვერ მიიღებენ პრიზებს.

შემიძლია რეგისტრაციის შემდეგ შევცვალო ჩემი სარბენი დისტანცია?

არა, რეგისტრაციის შემდეგ დისტანციის შეცვლა შეუძლებელია. შეგიძლიათ მხოლოდ ახალი სლოტის შეძენა, თუ იგი ხელმისაწვდომია.

როგორ შეიძლება ღონისძიებაზე მოხალისეობა?

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენს სოციალურ მედია პლატფორმებზე ან მოგვწერეთ -  info@potimarathon.ge