გახდი ფოთიმარათონის მხარდამჭერი!
არ გამოტოვო დასავლეთ საქართველოში 2025 წლის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება და გახდი ფოთიმარათონის გამარჯვებულების მხარდამჭერი საპრიზო კატეგორიაში!
ჩვენ გთავაზობთ:
- ფოთიმარათონის ვებგვერდსა და მხარდამჭერების ბანერზე ლოგოს განთავსებას;
- ფოთიმარათონის სოციალურ მედიაში მხარდამჭერის ლოგოს განთავსებას და კომპანიის მოხსენიებას;
- მარათონის მთავარ ლოკაციაზე ბანერის (ე.წ. შტენდერის) განთავსების შესაძლებლობას;
- გამარჯვებულებისთვის პრიზების დაწესებისა და გადაცემის შესაძლებლობას თქვენი კომპანიის წარმომადგენლის მიერ;
- მხარდამჭერის ფლაერების/პროდუქციის განთავსებას მონაწილეების "Starter Bag"-ში.
ფოთიმარათონში, სამივე დისტანციაზე (5კმ, 10კმ და 21კმ), ჯამში 18 გამარჯვებული გამოვლინდება.
ამ მიზნით, ვეძებთ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან გამარჯვებულებისთვის შემდეგი ტიპის პრიზები უზრუნველყონ:
- სპორტული მაღაზიის ან სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ბარათები
- ორკაციანი ვახშმის ვაუჩერები
- ორკაციანი საგზურები საქართველოს ან საზღვარგარეთის კურორტებზე
- სავარჯიშო დარბაზის აბონემენტები
- ფულადი ჯილდოები და სხვ.
მოხარულნი ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ თქვენს ალტერნატიულ შეთავაზებასაც! ჩვენ ღია ვართ თქვენთვის სასურველი თანამშრომლობის ფორმატისა და იდეების განსახილველად.
რატომ ღირს ფოთიმარათონის მხარდაჭერა:
- გაზრდით თქვენი ბრენდის ცნობადობას სპორტით დაინტერესებულ აუდიტორიაში
- დაეხმარებით საქველმოქმედო ინიციატივას
- გამოხატავთ კორპორაციულ პასუხისმგებლობას
- ხელს შეუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას
გვჯერა, რომ თქვენი მონაწილეობა ამ ღონისძიების მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.
ფოთიმარათონი სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის/ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინიციატივითა და ორგანიზებით წელს პირველად იმართება. მარათონიდან შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზანს.
შემოგვიერთდით 2025 წლის 15 ივნისს - ფოთი სპორტული ღონისძიების მასპინძელია!
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეთუნა ცოტნიაშვილი
etuna.tsotniashvili@apmterminals.com
მანჩო შაფაქიძე
mancho.shapakidze@gmail.com