ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი ღონისძიების — ფოთის ნახევარმარათონის შესახებ, რომელიც 2025 წლის 15 ივნისს, საპორტო ქალაქ ფოთში გაიმართება.

ეს იქნება ქალაქის პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 300 ადამიანი მიიღებს. აღნიშნული სპორტული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ფოთის, როგორც სამომავლო საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის, ჩამოყალიბების პროცესში. ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, ნახევარმარათონი გააერთიანებს ბიზნესსექტორს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სპორტსმენებს, მოხალისეებსა და სხვადასხვა ასაკის ადგილობრივ მოსახლეობას. მისი მიზანია ქალაქის პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ამ ინიციატივას — სპონსორობით, მონაწილეობით ან ნებისმიერი სახის მხარდაჭერით — და ერთად შევქმნათ უნიკალური საქველმოქმედო პრეცედენტი ფოთში. თქვენი ჩართულობა იქნება სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს საზოგადოების პოზიტიური ცვლილება.

გავერთიანდეთ ამ მნიშვნელოვანი საქმის გარშემო და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, ჯანსაღი და ინკლუზიური მომავალი ფოთისთვის.

გახდით 2025 წელს დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების ნაწილი და დაიწყეთ ზაფხული ენერგიითა და პოზიტიური განწყობით!

პატივისცემით,

ქრისტიან რიოდერი
გენერალური დირექტორი
სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”/ეიპიემ ტერმინალს ფოთი

maratonis mimartva