ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური") ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს ფოთი მეორედ უმასპინძლებს ნახევარ მარათონს.
მარათონი 31 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 500-მდე მსურველი მიიღებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიონ სამი დისტანციიდან ერთ-ერთი:
- 5 კმ
- 10 კმ
- ნახევარმარათონი (21,097 კმ)
ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში ჩართულობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას.
მარათონის დღეს სარბენი ნომრების გაცემისა და ნივთების ჩაბარების პუნქტები იმუშავებს 07:30-დან 08:30-მდე.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფოთიმარათონის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის თანხა არ დაბრუნდება და სრულად გადაირიცხება შერჩეული ბენეფიციარის სასარგებლოდ. ასევე, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პირადი მიზეზით განაცხადის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ არის შესაძლებელი.
ბილეთები
5 კმ
30 ლარი
10 კმ
50 ლარი
ნახევარმარათონი
70 ლარი
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, წესების დარღვევის შემთხვევაში, მონაწილეს დააკისროს დროითი ჯარიმა ან მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია შემდეგი გარემოებებისას:
- მარკირებული მარშრუტიდან გადახვევა, დაუდევრობით ან განზრახ, გზის დამოკლების ან დაგრძელების მიზნით
- გარბენის დროს სანომრე ნიშნის გარეშე მონაწილეობა ან ნომრის არამკაფიოდ ხილვადობა
- სხვა მონაწილის ნომრით სირბილი
- ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სავალდებულო აღჭურვილობის რომელიმე კომპონენტის არქონა
- ჩეკპოინტის გამოტოვება
- მარკირების დაზიანება ან ჩამოხსნა
- ორგანიზატორების ან მოხალისეების მითითებების დაუმორჩილებლობა
- არასპორტული ქცევა
- გარემოს დანაგვიანება
ასპარეზობიდან ფინიშამდე გამოთიშვის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია, ამის შესახებ უახლოეს ჩეკპოინტზე ორგანიზატორებს აცნობოს.
ყველა სახის საჩივარი (საპრიზო ადგილებთან, დისკვალიფიკაციასთან, შედეგებთან და სხვასთან დაკავშირებით) მიიღება ელექტრონულად მისამართზე: run@traillab.ge, წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+